დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კონსულს წელიწადში ერთხელ საკონსულო ოლქის შემოვლის ვალდებულება აღარ ექნება
ავტორი:
2014/მარტი/18 12:30:02
კონსულს წელიწადში ერთხელ საკონსულო ოლქის შემოვლის ვალდებულება აღარ ექნება. კონსული ვალდებული იქნება, საკონსულო ოლქის შემოვლა აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელოს.
"საკონსულო საქმიანობის შესახებ" კანონის გათვალისწინებით, საკონსულო თანამდებობის პირი ვალდებულია საკონსულო ოლქის შემოვლა წელიწადში ერთხელ მაინც განახორციელოს. თავის მხრივ, საკონსულო ოლქის შემოვლა გულისხმობს, საკონსულო ოლქის ფარგლებში საქართველოს ფიზიკურ პირთა კომპაქტური დასახლების ადგილების მონახულებას, მათი პრობლემების შესწავლას, მათთვის აქტუალური და საკონსულო თანამდებობის პირის ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდებას და შესაძლებლობის შემთხვევაში, ადგილზე გარკვეული დახმარების გაწევას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, კანონის ამ ნაწილში ცვლილებები შედის, რომელიც განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.
პროექტის მიხედვით, კონსული ოლქის შემოვლას განახორციელებს აუცილებლობის შეთხვევაში და არა წელიწადში ერთხელ მაინც, როგორც ამას მოქმედი კანონი ითვალისწინებს.
"არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, კანონით განსაზღვრული მოთხოვნის, "საკონსულო ოლქის შემოვლა წელიწადში ერთხელ მაინც", შესრულება აქტუალურობას მოკლებულია, რადგან არის ქვეყნები, მაგალითად, ავსტრალია, კატარი, იორდანია, არგენტინა, ბრაზილია, სადაც საქართველოს მოქალაქეთა კომპაქტური დასახლებები არ არსებობს და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეთა კონცენტრაცია აღნიშნულ დასახლებებლში უმნიშვნელოა", - განმარტავს საგარეო უწყება.
ამასთან, კანონპროექტის გათვალისწინებით, საკონსული დეპარტამენტი უფლებამოსილი იქნება კონსულს საკონსულო ოლქის შემოვლის თაობაზე რეკომენდაცია გაუწიოს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1180
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია