დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი - საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოსთან მიმართებაში პრინციპული ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს
ავტორი:
2014/მარტი/17 14:30:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს , რომ ყირიმის ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოსთან მიმართებაში პრინციპული და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს. ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა.
"ყირიმში დადგმული შოუ არის იმ საოკუპაციო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ალბათ მიმდინარე კვირაში, სამწუხაროდ, ორმხრივად გაფორმდება. სახეზეა 21-ე საუკუნეში სუვერენული ქვეყნის, ჩვენი მეგობარი, პარტნიორი სახელმწიფოს - უკრაინის ტერიტორიების აშკარა მიტაცება და დაპყრობის მცდელობა. საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებებიც გააკეთა, მნიშვნელოვნად გამკაცრებულია განცხადებების ენაც, კონკრეტულ სანქციებზეც ფიქრობს, ამ შემთხვევაში ძალიან პრინციპული და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს. საუბარია იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომელთაც აქვთ მისწრაფება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირების. თუ საუბარი გვაქვს საქართველოზე, ევროკავშირმა უნდა მიიღოს უმოკლეს დროში გადაწყვეტილება ევროპული პერსპექტივის გახსნის თაობაზე საქართველოსთვის, მოლდოვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია მოკლე დროში ამის გაკეთება. მეორე და ასევე უმნიშვნელოვანესია მასშტაბური ეკონომიკურ - ფინანსური დახმარების პაკეტის შემუშავება. მე მადლიერი ვარ ევროკავშირის, რომელიც საქართველოსთვის დახმარებას ახორციელებს, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია სერიოზული, ბიძგისმომცემი ეკონომიკური და ფინანსური მხარდამჭერი პაკეტის შემუშავება. მესამე- აღვნიშნავ, რომ ძალიან კარგად და ეფექტურად მიმდინარეობს ვიზის ლიბერალიზაციის გეგმის შემუშავება, მაგრამ ამ მიმართულებითაც, არსებულ ვითარებაში პროცესების დაჩქარება, ბიუროკრატიის თავიდან აცილება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის და იმ ხალხებისთვის, რომლებიც ევროპულ ოჯახში ცხოვრებისკენ ისწრაფვიან. ეს ასევე გზავნილი იქნება მათთვის, ვინც ამ ხალხს ეღობება მათი მისწრაფებების განხორციელების გზაზე", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
რაც შეეხება ნატო-ს, სახელმწიფო მინისტრი მიიჩნევს, რომ ყველაზე ძლიერმა სამხედრო-პოლიტიკურმა ორგანიზაციამ გადაწყვეტილება ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე, ძალიან მოკლე დროში უნდა მიიღოს.
"ყირიმის ტერიტორიების მიტაცებით, უკვე ერთმნიშვნელოვანია, რომ დგება საკითხი ორი ტიპის იდეოლოგიას შორის. ეს არის საკითხი დემოკრატიული ფასეულობების, თავისუფალ სამყაროშო ცხოვრების და შუასაკუნეობრივი პოლიტიკის გატარების იდელოგიებს შორის. ამიტომაც, ყველაზე ძლიერმა და წარმატებულმა სამხედრო-პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, ყოველგვარი ორჭოფობის გარეშე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, უმოკლეს დროში საქართველოსთან მიმართებაში, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის კუთხით. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება პირველ რიგში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის და, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობისთვის.
სულ უფრო და უფრო მცირე დრო, სივრცე რჩება, რომ მოლაპარაკების გზით ყველაფერი შეთანხმდეს. როდესაც ვხედავთ, რომ ხდება კონკრეტული, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, მნიშვნელოვანია, ისეთი ქვეყნის მიმართ, როგორიც არის საქართველო, რომელიც ისწრაფვის ნატო-ში გაწვრიანებისკენ, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯი", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ზომა, გამოხატული დემოკრატიული თანამეგობრობის მხრიდან, აგრესორი სახელმწიფოს მიმართ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 978
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია