დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბარაქ ობამა - აშშ მზად არის, ეს ქმედებები რუსეთს კიდევ უფრო ძვირი დაუსვას
ავტორი:
2014/მარტი/17 10:30:03
აშშ-ი და საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს აღიარებს ყირიმის "რეფერენდუმს". ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გუშინ გამართულ სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
"პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა, რომ ყირიმის "რეფერენდუმს", რომელიც უკრაინის კონსტიტუციას არღვევს და რუსეთის სამხედრო ინტერვენციის ქვეშ ჩატარდა, აშშ-ი და საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს აღიარებს", - ნათქვამია თეთრის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ქმედებები არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და აშშ ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მზად არის, რომ ეს ქმედებები რუსეთს კიდევ უფრო ძვირი დაუსვას.
"პრეზიდენტმა ობამამ აღნიშნა, რომ კვლავ რჩება გზა კრიზისის დემოკრატიული მოგვარებისთვის, როგორც რუსეთის, ისე უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას, რომელიც კრიზისის დეესკალაციას მოახდენს", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, თეთრი სახლის ინფორმაციით, ბარაქ ობამამ პრეზიდენტ პუტინს მოსთხოვა, რომ რუსეთმა მხარი დაუჭიროს უკრაინაში საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნას, ნებისმიერი ჯგუფების ძალადობრივი ქმედებების აღკვეთისთვის.
"პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დიპლომატიური გადაწყვეტილება იქამდე შეუძლებელია, ვიდრე რუსეთის სამხედრო ძალები აგრძელებენ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას. მისივე თქმით, რუსეთის სამხედროების ფართომასშტაბიანი წვრთნები მხოლოდ გაამწვავებს დაძაბულობას უკრაინის საზღვრებზე. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კვლავ მზად არის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად, გააგრძელოს სამუშაოები კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1050
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია