დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ უკლება - უკრაინაში ყველა შესაძლო სცენარისთვის მზადყოფნაა გამოცხადებული
ავტორი:
2014/მარტი/17 00:30:02
უკრაინაში ყველა შესაძლო სცენარისთვის მზადყოფნაა გამოცხადებული, საერთაშორისო ძალისხმევა და სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში მიხეილ უკლებამ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ე.წ. რეფერენდუმში მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და ამომრჩეველთა აქტივობამ, საშუალოდ 73% შეადგინა.
"ხვალ ყირიმის უმაღლესმა საბჭომ შედეგები ოფიციალურად უნდა გამოაცხადოს, თუმცა, თავად ეს საბჭო უკრაინის უმაღლესი რადას მიერ გაუქმებულია. შესაბამისად, რეფერენდუმი არაკონონიერი იყო", - აღნიშნა უკლებამ.
მისივე თქმით, დღის განმავლობაში დაძაბული სიტუაცია იყო დონეცკში, ხარკოვსა და ლუგანის ოლქში, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალები ახერხებენ, დაპირისპირება თავიდან აიცილონ.
"საინტერესოა ის, რომ გაიმართა უკრიანის მთავრობის სხდომა. მინისტრთა კაბინეტმა ბიუჯეტის გადახედვისა და თავდაცვის ხარჯების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. დაახლოებით 380 მილიონი იქნება მობილიზებული ამ მიმართულებით. გარდა ამისა, არსენი იაცუნუკმა განაცხადა, რომ უკრაინა საბჭოთა კავშირის ქონების გაყოფის საკითხს მიუბრუნდება და თავის ლეგიტიმურ პრეტენზიას გამოთქვამს", - განაცხადა მიხეილ უკლებამ.
ელჩის თქმით, ძნელია ვარაუდი, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს უკრაინისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც ხვალ ბრიუსელში გაიმართება და ევროკავშირის მინისტრების საბჭოს სხდომას, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაკისრების საკითხს განიხილავს.
"ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ძალისხმევა და სოლიდარობა. აქ სრული მზადყოფნაა გამოცხადებული ნებისმიერი, მათ შორის სამხედრო სცენარისთვის და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა მიხეილ უკლებამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1074
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია