დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე ახალგაზრდების ინფორმირებულობის საკითხზე შეხვედრა გაიმართება
ავტორი:
2014/მარტი/16 23:00:03
ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმი UNDP და EU ერთობლივი პროგრამა COBERM-ის დაფინანსებული პროექტის "ახალგაზრდული სამშვიდობო ექსპრესის" ფარგლებში ხვალ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ცენტრალური სამკითხველო დარბაზის მარო მაყაშვილის სახელობის აუდიტორიაში თსუ-ის სტუდენტებთან პროექტის მონაწილე ახალგაზრდების შეხვედრას გამართავს.
შეხვედრაზე დისკუსია იქნება თემაზე, თუ რა იცის საქართველოს ახალგაზრდობამ ქართულ-ოსური ურთიერთობებისა და არსებული კონფლიქტის შესახებ.
ღონისძიებას აღნიშნული სფეროს ექსპერტები დაესწრებიან. დაგეგმილია სკაიპით ჩართვა ცხინვალიდან. მოეწყობა თომა ჩაგელიშვილის გადაღებული დოკუმენტური ფილმის "ომის ნაკვალევი" ჩვენება.
დისკუსიის პროცესში სტუდენტები ინფორმაციას მიიღებენ თუ როგორი განწყობაა ოს მოსახლეობაში და უკეთ გაეცნობიან ცხინვალში არსებულ სიტუაციას, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებში ქართულ-ოსური პრობლემატიკით დაინტერესებას.
შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოკლუბის მხარდაჭერით იმართება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1408
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია