დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
ავტორი:
2014/მარტი/16 13:30:02
საქართველოში 16-17 მარტს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი შედგება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზარარ აჰმად ოსმანი საქართველოში დელეგაციასთან ერთად ჩამოვა.
"17 მარტს, 10:00 საათზე გაიმართება შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან, რომლის დროსაც განხილულ იქნება საქართველო-ავღანეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები. 11:00 საათზე მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში შედგება ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან",-ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1214
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია