დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რეგიონული განვითარების სამინისტროში სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
ავტორი:
2014/მარტი/16 12:00:03
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, კომისიის სხდომაზე სამი საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო, როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ისე - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი საკითხები.
"ყველა წარმოდგენილი საკითხის გადაწყვეტა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ნორმების ფარგლებში ჯდება. კომისიამ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო. გავითვალისწინეთ იმ კომპანიების მდგომარეობა, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს შეექმნათ პრობლემები და ასაქმებენ ადამიანებს. გარკვეული გადაწყვეტილებები მათ სასარგებლოდაც იქნა მიღებული, რათა ხელი არ შეეშალოთ ფუნქციონირებაში და განაგრძონ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი საქმიანობა", - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1297
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია