დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რუმინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებმა მცხეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს
ავტორი:
2014/მარტი/15 14:30:03
რუმინეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მცხეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა, მთავრობის წევრებთან ერთად ჯვრის მონასტერსა და სვეტიცხოველში იმყოფებოდა.
მათივე ცნობით, სტუმრებს მეგზურობა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რუმინეთის მაღალი რანგის დელეგაციის სტუმრობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.
სტუმრები დღეს თბილისში, ეროვნულ მუზეუმსაც ეწვევიან.
რუმინეთის სამთავრობო ელეგაციის შემადგენლობაში არიან რუმინეთის საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრები, პარლამენტის წევრები, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები და რუმინეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე. დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1171
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია