დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"თავისუფალმა საქართველომ" კამპანიას "ეს შენ გეხება" მხარდაჭერა გამოუცხადა
ავტორი:
2014/მარტი/14 16:30:02
"თავისუფალმა საქართველომ" კამპანიას "ეს შენ გეხება" მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი საქართველოდან" აცნობეს , მათთვის ცნობილია უკანონო თვალთვალის კონკრეტული ფაქტები, მათ შორის ისიც, რომ პროკურატურას განადგურებამდე "ნაციონალური მოძრაობის" დროს გადაღებული უკანონო ვიდეომასალის ასლები აქვს დამზადებული და შანტაჟისთვის იყნებს.
"ამის შესახებ მზად ვართ ინფორმაცია მივაწოდოთ პროკურატურას, თუ მათი მხრიდან იქნება შესაბამისი დაინტერესება. უკანონო თვალთვალის აღსაკვეთად აუცილებელია მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რის განხორციელებაზეც "ქართული ოცნება" თანახმა არაა. პირველ რიგში საჭიროა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილება. ასევე, აუცილებელია, რომ დამკვირვებლებს ტექნიკური მეთვალყურეობის საშუალება ჰქონდეთ. მნიშვნელოვანია, აგრეთვე პოლიციის რეფორმა, რომელიც, დაპირების მიუხედავად, "ქართულ ოცნებას" არც კი დაუწყია. ხელისუფლებამ მხოლოდ სოდ-ს შეუცვალა სახელი და დაარქვა სუს, ამ უწყების ფუნქციები და აქ მომუშავე კადრებიც კი ზუსტად იგივეა რაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო", - ნათქვამია "თავისუფალი საქართველოს" განცხადებაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1189
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია