დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისს დღეს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ეწვევა
ავტორი:
2014/მარტი/14 09:00:02
თბილისს დღეს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა ეწვევა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია რუმინეთის მთავრობის მეთაურის პირისპირ შეხვედრა ქართველ კოლეგასთან, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებული ფორმატით გაიმართება.
შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი და ვიქტორ პონტა ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. დღის ბოლოს საქართველოს მთავრობის მეთაური რუმინელ კოლეგას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. 15 მარტს კი, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები საქართველო-რუმინეთის სარაგბო მატჩს დაესწრებიან.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ პონტა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე, თბილისსა და მცხეთაში ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს.
რუმინეთის მთავრობის მეთაური საქართველოს 15 მარტს დატოვებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1041
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია