დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი უგულავა პრემიერის მიერ გზების შეკეთებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უტიფრობად მიიჩნევს
ავტორი:
2014/მარტი/13 20:30:02
გიგი უგულავა პრემიერ მინისტრის მიერ გზების შეკეთებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უტიფრობად მიიჩნევს.
"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმიანება.
"ოთხი თვე ამ არსებამ და მისმა ფალავანმა შიხიაშვილმა თბილისი ბიუჯეტის გარეშე ამყოფა, რის გამოც გაჩერდა ყველაფერი და ახლა საბოტაჟზე ალაპარაკდა. რა უსაზღვროა ამ არსების უტიფრობა. მიუხედავად სამართლიანი აღშფოთებისა, მინდა მოვუწოდო თბილისის მერიას, რომ გაეშვას ამ უტიფარ ხალხს და გზების მიმდინარე შეკეთებაზე ფოკუსირდეს", _ აცხადებს გიგი უგულავა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისის გზებზე არსებულ მდგომარეობას დედაქალაქის მერიის საბოტაჟად აფასებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, მთელი წლის განმავლობაში თბილისში არც ერთი გზა არ შეკეთებულა.
პრემიერი ვარაუდობს, რომ დავით ნარმანიას, თბილისის მერად არჩევის შემდეგ, ამ მიმართულებით ბევრი სამუშაო ექნება. "მას შემდეგ, რაც დავით ნარმანიას თბილისის მერად ავირჩევთ, პირველი დავალება, რასაც მას თბილისელები მისცემენ, გზების დაუყოვნებლივ შეკეთების დაწყება იქნება. როგორც გავიგე, მთელი წლის განმავლობაში არც ერთი გზა არ შეკეთებულა. ეს, ალბათ შეგნებულად ხდება. სამწუხაროა, რომ მთელი წლის განმავლობაში თბილისის მერია ამას არ აკეთებდა, რაც პირდაპირ საბოტაჟია. ეს დღესაც გრძელდება, ასე რომ, ბატონო დავით, ბევრი საქმე გექნებათ", - მიმართა პრემიერმა დავით ნარმანიას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1086
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია