დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი გამჭვირვალე იყო
ავტორი:
2014/მარტი/13 14:30:02
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს თსუ-ში სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი კომისია, რომელიც პარლამენტს წარუდგენს წევრობის კანდიდატებს, აბსოლუტურად კომპეტენტური ხალხით არის დაკომპლექტებული და მის შესახებ არავის კითხვები არ გასჩენია.
"საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით შეკითხვები იყო, მაგრამ პროცესი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე. შეგახსენებთ როგორ მოხდა კომისიის დაკომპლექტება, როგორ მოხდა ბორდის წევრების შერჩევა. აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო ეს პროცესი. გუშინ მოვისმინე, რომ კომისია აგრძელებს მუშაობას", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას არ აქვს ინტერესი კონტროლი დააწესოს თავისუფალ მედიაზე.
"ეს ჩვენ ბევრჯერ დავადასტურეთ. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, არის ის ადამიანი, რომელმაც დახურა საკუთარი ტელევიზია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ჩვენ როგორც მინიმუმ სურვილი რომ გვქონოდა რომელიმე ტელევიზიაზე გავლენის მოხდენის, მაშინ რატომ დავხურავდით კერძო არხს?" - აღნიშნა პრემიერმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1188
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია