დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგარეო საქმეთა სამინისტროში მომუშავე 18 დიპლომატის მიმართ პირველი როტაცია განხორციელდება
ავტორი:
2014/მარტი/13 12:30:02
საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩატარებული კონკურსის შედეგად, სამინისტროში მომუშავე 18 დიპლომატის პირველი როტაცია განხორციელდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ წარსაგზავნი დიპლომატიური თანამდებობის პირების შესარჩევმა კომისიამ შიდა კონკურსი ჩაატარა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საროტაციო თანამდებობებზე.
კომისიამ საროტაციო თანამდებობისა და მსურველი კანდიდატების შესაბამისი განაცხადები განიხილა. შედეგად, 23 თანამდებობაზე შესაბამისი კანდიდატურები შეარჩია.
შერჩეული 23 კანდიდატიდან 18 დიპლომატისთვის ეს იქნება პირველი როტაცია მისი დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის განმავლობაში, ხოლო დანარჩენ 5 შერჩეულ კანდიდატს უკვე აქვს სხვა ქვეყნებში როტაციაში ყოფნის გამოცდილება.
შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, მინისტრის მოადგილეები და ცალკეული დეპარტამენტის ხელმძღვანელები შედიან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1090
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია