დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
იუსტიციის სამინისტროს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 091 500 ლარი გამოეყო
ავტორი:
2014/მარტი/12 17:30:02
იუსტიციის სამინისტროს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 091 500 ლარი გამოეყო. პრემიერ-მინისტრის დადგენილების თანახმად , იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული თანხა სახელმწიფოს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების წარმოების მიზნით იურიდიული მომსახურების შესყიდვისთვის და საქართველოს კანონმდებლობით მასთან დაკავშირებული გადასახადების დასაფინანსებლად გამოეყო.
კონკრეტულად რომელ საარბიტრაჟო დავებზეა საუბარი, იუსტიციის სამინისტროში არ აკონკრეტებენ.
"კონკრეტულად რომელ დავებზეა საუბარი, ეს არასდროს არ არის ღია ინფორმაცია. საარბიტრაჟო დავებს სახელმწიფო აწარმოებს ინვესტორები იქნებიან ეს თუ სხვასთან, წლების განმავლობაში. ეს არის პროცესი, რომელიც ყოველ წელიწადს გვაქვს ხოლმე, ეს ყველა ადრინდელი დავაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებები არ აქვს. სწორედ ამ ვალდებულებების შესასრულებლად მოხდა აღნიშნული თანხის გამოყოფა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ სხილაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1012
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია