დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კობა ნაყოფია - კარგია, როცა ხელისუფლება, პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ბიზნესს უსმენს
ავტორი:
2014/მარტი/12 16:00:06
ყველა მოთხოვნა, რაც ბიზნესს გააჩნია სწრაფად არ დაკმაყოფილდება, მაგრამ ეს ნელ-ნელა აუცილებლად მოხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ბიზნესასოციაციის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელმა კობა ნაყოფიამ განუცხადა.
ნაყოფია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ იმ შეხვედრაში მონაწილეობდა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესა და ბიზნეს-სექტორს შორის წარიმართა.
"დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. საჭიროა ბიზნესსექტორსა და კანონმდებლებს შორის შედგეს კარგი კომუნიკაცია. ყოველთვის მისასალმებელი და კარგია, როცა ხელისუფლება, პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარე უსმენს ბიზნესს და საკითხები, რომელიც დახვეწას საჭიროებს, საკანონმდებლო საქმიანობაში გათვალისწინებული იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს კობა ნაყოფიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სამომავლოდ ეკონომიკური დეკლარაციის გაფორმება, რომლითაც ბევრ საკითხში ბიზნესი და სახელმწიფო ერთმანეთისგან გაიმიჯნება. ნაყოფია აცხადებს, რომ ეს თავისუფალი ბიზნესის განვითარებას აუცილებლად შეუწყობს ხელს.
"ბიზნესს ყოველთვის სურს ბევრი მიმართულებით რიგი საკითხების გაუმჯობესება. თუმცა, ეს ყოველთვის ხდება ეტაპობრივად. ყველა ის მოთხოვნა, რაც ბიზნესს გააჩნია სწრაფად არ დაკმაყოფილდება, მაგრამ ნელ-ნელა მისი დაკმაყოფილება აუცილებლად მოხდება", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას კობა ნაყოფიამ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1183
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია