დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი წერეთელი - გიორგი ვაშაძეს ნიკა მელიას სასარგებლოდ კანდიდატურა დაპირსპირების გამო არ მოუხსნია
ავტორი:
2014/მარტი/12 13:30:02
გიორგი ვაშაძეს ნიკა მელიას სასარგებლოდ კანდიდატურა რაიმე დაპირსპირების გამო არ მოუხსნია, - ამის შესახებ"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა , გიგი წერეთელმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი ვაშაძე თავად განმარტავს თუ რა იყო ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.
"რაც შეეხება ამ ინფორმაციას, მე ვფიქრობ, რომ თავად ვაშაძე უკეთ ახსნის თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. პოლიტიკაში ასეთი რამ ჩვეულებრივი მოვლენაა, შეიძლება ვინმემ ვინმეს სასარგებლოდ მოხსნას კანდიდატურა. მე არ ვიტყოდი, რომ რაიმე დაპირისპირებაზე გვაქვს საქმე, რაზეც ბოლო პერიოდში სპეკულაციები მიდის", - განაცხადა გიგი წერეთელმა.
აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება. პარტიის მეორე კანდიდატმა გიორგი ვაშაძემ ნიკა მელიას სასარგებლოდ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. პარტიაში აცხადებენ, რომ პრაიმერი აღარ გაიმართება. გიორგი ვაშაძის განმარტებით, კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება პოლიტიკურ გუნდთან ერთად მიიღო.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1146
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია