დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნიკოლოზ ვაშაკიძე - უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოსთვის MAP-ის მიცემის შანსი გაიზარდა
ავტორი:
2014/მარტი/12 12:30:02
უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოსთვის MAP-ის მიცემის შანსი გაიზარდა, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ გადაჭრით შეიძლება ეს ითქვას , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
ვაშაკიძის თქმით, MAP-თან დაკავშირებით პოზიციის ფორმირება ნატო-ს სამიტამდე მოხდება.
"ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ქმედებებმა დასავლეთის და ნატო-ს პოლიტიკის გააქტიურება გამოიწვია პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან. კონკრეტული ნაბიჯების სახით როგორ გამოიხატება, ძნელი სათქმლია, იმიტომ რომ პოზიციის ფორმირება მოხდება თანდათან სამიტამდე. ის რომ ზოგადად უკრაინის მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოსთვის MAP-ის მიცემის შანსი გაიზარდა, მე შემიძლია დავადასტურო - ჩემი მოსაზრებაც ასეთია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაჭრით შეიძლება ეს ითქვას", - განაცხადა ვაშაკიძემ.
რუსული გამოცემა "კომერსანტი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს შესაძლოა, უკვე სექტემბერში მიეცეს ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP).
"უკრაინაში რუსეთის ქმედებებმა აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის უფრო გადამწყვეტი პოლიტიკის განახლებული დებატების საჭიროება გამოიწვია. იმაზე, რომ საქართველოს განაცხადი ნატო-ში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უნდა დაკმაყოფილდეს, იმ სახელმწიფოს წარმომადგენლებიც ალაპარაკდნენ, რომლებიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ გამოდიოდნენ მოწოდებით, არ მოეხდინათ ამ საკითხის ფორსირება", - ციტირებს სტატიის ავტორი ნატო-ში საკუთარი წყაროს კომენტარს.
ამასთან, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საკუთარმა წყარომ განუცხადა, რომ ცოტა ხნის წინ, ვაშინგტონში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თეთრი სახლის წარმომადგენლები საქართველოს ნატო-ში ინტეგრირების მხარდაჭერას შეპირდნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1051
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია