დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ეკონომიკის სამინისტრო გიგი უგულავას სიცრუეში ადანაშაულებს
ავტორი:
2014/მარტი/11 21:00:03
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულო მერს გიგი უგულავას სიცრუეში ადანაშაულებს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის მთავრობის 2013 წლის 17 მაისის #16.75.608 დადგენილებით, ააიპ თბილისის განვითარების ფონდს დუშეთის რაიონში, სოფელ კაიშაურებში, "მთა ვარცლას" ტერიტორიაზე არსებული 58839 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა.
სამინისტროს ინფორმაციით, ამავე დადგენილებით თბილისის განვითარების ფონდს დაევალა გაასხვისოს - უსასყიდლოდ თანასაკუთრებაში გადასცეს შემდეგ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს - გია პეტრიაშვილს, გურამ ცერცვაძეს, ოთარ რუხაძეს, რევაზ ადამიას, ტარას ნიჟარაძეს, შპს "მაგთივინსა" და შპს "იბერკომპანის".
"ამავე დადგენილების მე-3-4 პუქტებით შესაბამისი პროცედურების გატარების უზრუნველყოფა დაევალა თბილისის განვითრების ფონდს, ხოლო კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალა ქ. თბილისის მერის მოადგილეს დავით ალავიძეს. დადგენილებას ხელს აწერს თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე", - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ფართობი, რომელზეც გიგი უგულავა ამახვილებს ყურადღებას, დღემდე ააიპ "თბილისის განვითარების ფონდის" საკუთრებაა.
"როგორც საჯარო რეესტრის მონაცემის, ისე თბილისის მთავრობის 2013 წლის 17 მაისის N16.75.608 დადგენილების თანახმად, ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იურიდიულ კავშირში არ არის კონკრეტულ უძრავ ქონებასთან და, შესაბამისად, გიგი უგულავას მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1117
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია