დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა ისევ გადაიდო
ავტორი:
2014/მარტი/11 12:30:02
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინიტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მიღწეულია შეთანხმება, რომ ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში მიმდინარე წლის 14 მარტისთვის დაგეგმილი შეხვედრა უახლოეს რამდენიმე კვირაში გაიმართოს. შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.
ამასთან, მხარეებმა საუბრის დროს ქართულ-რუსული დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა დაადასტურეს.
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა 4-5 მარტისთვისაც იყო დადებული, თუმცა 14 მარტისთვის გადადეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1265
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია