დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს დაფარვის არეალში ვანუატუც მოექცევა
ავტორი:
2014/მარტი/10 16:00:02
ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს დაფარვის არეალში ამიერიდან ვანუატუც მოექცევა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით , საქართველოს საელჩოს ავსტრალიის თანამეგობრობაში, რომელიც ასევე აკრედიტებულია ახალ ზელანდიაში, სამოასა და ფიჯის რესპუბლიკაში, კიდევ ორი სახელმწიფო სახელმწიფო – ვანუატუ და სოლომონის კუნძულები დაემატა.
საქართველომ და ვანუატუმ, რომელმაც აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ჯერ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, შემდეგ კი ეს აღიარება უკან წაიღო, 2013 წლის 12 ივლისს დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარეს. დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებით ვანუატუმ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1140
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია