დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლადო ჭანტურია სლოვენიისა და ესტონეთის ელჩებს შეხვდა
ავტორი:
2014/მარტი/09 14:30:02
გერმანიაში საქართველოს ელჩი ლადო ჭანტურია სლოვენიისა და ესტონეთის ელჩებს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ესტონელ კოლეგა კაია ტაელთან შეხვედრაზე, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, საუბარი ესტონურ-ქართული თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება ევროკავშირთან თანამშრომლობისა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების საკითხებზე გამახვილდა. გერმანიაში ესტონეთის ელჩის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ესტონეთის სრული მხარდაჭერა. კაია ტაელის განცხადებით, "საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია და ამ გზაზე ესტონეთის გამოცდილება უდავოდ სასარგებლო იქნება".
ელჩები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხნენ და მიმდინარე პროცესების მიმართ შეშფოთება გამოთქვეს.
გარდა ამისა, ლადო ჭანტურიამ, ასევე, გაცნობითი შეხვედრა გამართა გერმანიაში სლოვენიის ელჩთან მარტა კოს მარკოსთან. სლოვენიის ელჩმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურების მიერ 6 მარტს ბრიუსელში მიღებულ განცხადებას, სადაც ასოცირების ხელშეკრულების მიმდინარე წლის აგვისტომდე ხელმოწერასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია კიდევ ერთხელ ცალსახად დაფიქსირდა. სლოვენიის ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ განვლილი წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესი. მისი თვალსაზრისით, უკრაინაში მიმდინარე პროცესებმა ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსთვის ევროპის კავშირის მხარდაჭერის გაძლიერებას, რასაც ზემოთ აღნიშნული განცხადებაც ადასტურებს. შეხვედრისას ელჩებმა სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1262
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია