დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი ონიანმა ვაზისუბნის მაჟორიტარობა საბოლოოდ გადაწყვიტა
ავტორი:
2014/მარტი/09 11:00:02
ბაჩო ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით მიიღებს მონაწილეობას.
როგორც ონიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, ის ვაზისუბნის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებს.
"საბოლოოდ გადავწყვიტე, 2014 წლის ივნისში მე მივიღებ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ვაზისუბნის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად, "ნაცონალური მოძრობის" მხრიდან. მანამდე, რა თქმა უნდა, მივიღებ მონაწილეობას პრაიმერიზში და დიდი იმედი მაქვს, მივიღებ იმ რაოდენობის მხარდაჭერას, რაც საჭირო იქნება გასამარჯვებლად. თუ ვინმეს ეგონა უმრავლესობაში, რომ ჩემი დაკავება შეცვლიდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მწარედ შეცდნენ. ბრძოლა ბოლომდე!", - წერს გიორგი ონიანი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია