დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჯაბა სამუშია - თბილისის საკრებულომ მერიაზე კონტროლი დაიბრუნა
ავტორი:
2014/მარტი/08 14:30:02
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ჯაბა სამუშიას განცხადებით, თბილისის საკრებულომ მერიაზე კონტროლი დაიბრუნა. "საკრებულოსა და მერიას შორის რეგულაციაში პირველად ჩნდება მუხლები, რომელიც იცავს თბილისელებს მათი თანხების რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ დახარჯვისგან. მერიის მხრიდან ხარჯების გაწევა, შესაძლებელია მხოლოდ საკრებულოსთან შეთანხმებული პროექტების ფარგლებში. სწორედ საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე ლიმიტების განსაზღვრა, კოდიდან კოდში გადატანა, იყო კარგი მაგალითი მერიაში მიმდინარე კორუფციული სქემებისა, ეს ყველაფერი დღეიდან იქნება ბლოკირებული. მსგავსი რვა მუხლი საკრებულოს აძლევს ბერკეტს, რომ ყველა ის პროექტი შევითანხმოთ, რომელსაც შემდეგ მერია განახორციელებს. საკრებულოს დაუბრუნდა ის ელემენტარული უფლებები, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2004 წლიდან 2010 წლამდე წაართვა," – განაცხადა სამუშიამ, თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის მიღების საკითხზე საუბრისას.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დედაქალაქის ბიუჯეტის ძველ და უკვე დამტკიცებულ ვარიანტებს შორის განსხვავებებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტი სოციალურად ორიენტირებულია.
"მაგალითად, ავარიული შენობა-ნაგებობების მშენებლობა: წინა ბიუჯეტში, რომელიც მერიამ 2013 წლის დეკემბერში შემოიტანა, გათვალისწინებული იყო 30 მილიონი, ამ ბიუჯეტში 46 მილიონია. სოციალური პოლიტიკა: "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შემოტანილ ბიუჯეტში 146 მილიონი იყო, ახალ ბიუჯეტში კი აღნიშნული თანხა გაზრდილია 11 მილიონით. ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა: წინა ბიუჯეტში 172 მილიონი იყო, ამ ბიუჯეტში კი გათვალისწინებულია 186 მილიონი", - განცხადა სამუშიამ ჟურნალისტებთან საუბარში.
მისივე თქმით, გაზრდილია სასაწრაფო სამედიცინო დახმარების დაფინანსებაც, ასევე გაზრდილია ლეიკემიით დაავადებულთა მკურნალობის დაფინანსება.
სამუშიას ინფორმაციით, გაზრდილია ვეტერანთა დაფინანსება და ვეტერანთა ჰოსპიტალისთვის 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
"მსგავსი ბიუჯეტი თბილისის საკრებულოს ბოლო წლების განმავლობაში არ მიუღია", - დასძინა მან.
თბილისის საკრებულომ გუშინ დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. თბილისის საკრებულოს მიერ შემუშავებული ბიუჯეტის მოცულობა 785 მილიონ ლარს შეადგენს.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1020
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია