დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"დემოკრატიული მოძრაობა" ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნას პატივს მიაგებს
ავტორი:
2014/მარტი/07 16:00:03
"დემოკრატიული მოძრაობა" ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ხსოვნას პატივს მიაგებს. "ინტერპრესნიუსი" "დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას 70 წელი შეუსრულდებოდა. ჟიული შარტავამ მთელი განვლილი ცხოვრება სამშობლოს კეთილდღეობასა და ერთიანობას მიუძღვნა და გმირულად დაეცა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.
საქართველოში აღარ უნდა განმეორდეს ძმათამკვლელი ომი, რათა ჩვენს სამშობლოს აღარ მოაკლდეს ისეთი ღირსეული ადამიანები, როგორიც ჟიული შარტავა გახლდათ. ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთის პატიება, უნდა აღდგეს ჩატეხილი ხიდები ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და ვიცხოვროთ ღირსეულად ერთად, როგორც ვცხოვრობდით საუკუნეების მანძილზე.
"დემოკრატიული მოძრაობა" პატივს მიაგებს საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნას. ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს სამშობლოსათვის თავდადებულ შვილებს. ჟიული შარტავა ყოველთვის იქნება სამშობლოსათვის თავგანწირვისა და გმირობის მაგალითი მომავალი თაობებისათვის", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1214
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია