დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ავტორი:
2014/მარტი/06 21:30:03
საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება "ქალი - მშვიდობის დესპანი" გაიმართა.
შეხვედრა სასახლის სარკეებიან დარბაზში სასახლის ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობათა კაბინეტის ინიციატივით მოეწყო.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა ქეთევან ფეიქრიშვილმა აღნიშნა, ღონისძიებაზე მათ მიიწვიეს საქართველოში აკრედიტირებული ელჩების მეუღლეები, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს ელჩების მეუღლეები.
ღონისძიებას ასევე დაესწრო საქართველოში ქალთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი მართა ლუბეკი. მან მადლიერება გამოხატა, რათა ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდების მოსმენის საშუალება მიეცა.
"ჩვენს ორგანიზაციას ჰყავს სხვადასხვა ეროვნების დაახლოებით 200 წარმომადგენელი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანებს შორის ურთიერთგაგებას, ამიტომ ეს არის ჩემთვის დიდი ნდობის გამოცხადება, რომ მომიწვიეთ აქ და წარმოვადგენ ახალგაზრდა ქალბატონების გაერთიანებას საქართველოში", - აღნიშნა მართა ლუბეკმა.
ღონისძიებას ესწრებოდა ინდონეზიაში საქართველოს ელჩის მეუღლე ნინო ჯახუა. მან გაკვირვება და აღფრთოვანება გამოხატა სასახლის ახალგაზრდების მომზადებით საერთაშორისო ურთიერთობებში და ადამიანის უფლებებში.
ღონისძიების სტუმრებს სასახლის აღსაზრდელებმა ბავშვთა საერთაშორისო ურთიერთობის კაბინეტს საქმიანობა, განხორციელებული პროექტები გააცნეს. ამასთან, სასახლის მოკლე ისტორიაც უამბეს. გარდა ამისა, ღონისძიებაზე შესრულდა საკონცერტო პროგრამა. კერძოდ, სასახლის ანსამბლები სტუმრების წინაშე სხვადასხვა საკონცერტო ნომრებით წარსდგნენ. შესრულდა როგორც ქორეოგრაფიული, ასევე ვოკალური და ინსტრუმენტული კომპოზიციები. გარდა ამისა, ესტონურ და ქართულ ენებზე იმღერა საქართველოში ესტონეთის ელჩის შვილმა, ტობიას ტურკიმ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1280
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია