დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უმცირესობა და უმრავლესობა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტის ტექსტზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა
ავტორი:
2014/მარტი/05 20:00:02
საპარლამენტო უმცირესობა და უმრავლესობა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტის ტექსტზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა. მცდელობა მთელი დღის განმავლობაში პარლამენტში მიმდინარეობდა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
საპარლამენტო უმცირესობის წევრთა განცხადებით, დეპუტატების ნაწილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებულ ტექსტზე თანახმაა, თუმცა უმრავლესობის ნაწილი უმცირესობის მიერ ბიუროზე დარეგისტრირებულ ტექსტს არ ეთანხმება.
"სავარაუდოდ, უმრავლესობა რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ორ რამეზე ვერ თანხმდება, ეს ეხება რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებს და ყირიმის დეოკუპაციის მოთხოვნის ფონზე საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნას. არ ვიცი, რას გადაწყვეტს უმრავლესობა, რადგან ამასთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციები ისევ გრძელდება", - აცხადებს პარლამენტში უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გოკა გაბაშვილი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 994
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია