დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნუგზარ წიკლაური - საქართველო გაჩერდა მთავრობის უნიათობისა და უმოქმედობის გამო
ავტორი:
2014/მარტი/05 14:00:02
საქართველო გაჩერდა მთავრობის არაკომპეტენტურობის, უნიათობისა და უმოქმედობის გამო, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
"უკრაინასა და საქართველოს შორის, ცხადია, ბევრი პარალელის გავლება შეიძლება. მთავარი კითხვა ისაა, რამ მიიყვანა უკრაინა აქამდე? - უკრაინა აქამდე მიიყვანა რუსმა ოლიგარქმა იანუკოვჩმა, რომლის მმართველობის გამოკვეთილი ნიშნები იყო, ერთი მხრივ, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მეორე მხრივ, კორუფცია, უუნარობა და უნიათობა ეკონომიკური და სხვა საკითხების გადაწყვეტაში. სწორედ ეს არის სამწუხარო პარალელი საქართველოსთან და მე ძალიან ვწუხვარ, რომ კვლავ მიხდება განცხადების გაკეთება პოლიტიკური დევნის შესახებ. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიყავით გარდაბანში, სადაც "ქართული ოცნების" რამდენიმე წარმომადგენელი თავს დაესხა ჩვენი პოლიტიკური კონფერენციის მონაწილეებს. საგულისხმოა, რომ პოლიციიდან გამოსული ეს ადამიანები, პირდაპირ გაემართნენ ადგილობრივი თვითმმართველობის შენობისაკენ, სადაც შეხვედრა ჰქონდათ გამგებელთან და მის მოადგილესთან. არ მინდა, უსამართლო ვიყო და არ აღვნიშნო ის განცხადება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, მაგრამ ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ეს მხოლოდ სიტყვები არ არის და საქმე მოჰყვება", - განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებში "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ თუ ყოფილ წარმომადგენლებზე პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
დეპუტატი ასევე შეეხო ადვოკატ გოგა ონიანისთვის ბრალის დამძიმების საკითხს.
"მე ხელში მიჭირავს ფოტო, რომელიც ადასტურებს, რატომ დაიბარეს პროკურატურაში ონიანი. მასზე გამოსახულნი არიან ბერა ივანიშვილი, დაკავებული ადამიანი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე. მე ვფიქრობ, სრულიად ცხადია პოლიტიკური კავშირი ამ საქმესთან", - აღნიშნა წიკლაურმა.
გარდა ამისა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა შეჩერებულ პროექტებზეც ისაუბრა.
"გვრჩება სრული შთაბეჭდილება, რომ საქართველო გაჩერდა. თუ თქვენც დადიხართ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, დაინახავთ სტაგნაციის იმ მართლა აღმაშფოთებელ ნიშნებს, რაც მთელ ქვეყანაშია. დიახ, საქართველო გაჩერდა თქვენი მთავრობის არაკომპეტენტურობის, უნიათობისა და უმოქმედობის გამო, მაგრამ ყველაზე სავალალო ის არის, რომ ამ დროს მთავრობა კმაყოფილია", - დასძინა მან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 998
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია