დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შტეფან ფულე - ევრომაიდნის დემონსტრანტები იბრძოდნენ არა სავაჭრო ხელშეკრულებისთვის, არამედ სხვანაირი ცხოვრებისთვის
ავტორი:
2014/მარტი/05 09:30:02
ევრომაიდნის დემონსტრანტები იბრძოდნენ არა სავაჭრო ხელშეკრულებისთვის, არამედ სხვანაირი ცხოვრებისთვის, სადაც პირველ ადგილზე მოქალაქეები არიან, - ამის შესახებ ევროკომისარმა შტეფან ფულემ თბილისში, სამოქალქო სექტორთან შეხვედრისას განაცხადა.
"ჩვენ ყველა დიდი შეშფოთებით ვაკვირდებოდით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. ერთი რამ ცხადია: ევრომაიდნის დემონსტრანტები არ იბრძოდნენ სავაჭრო ხელშეკრულებისთვის, ისინი იბრძონენ სხვანაირი ცხოვრებისთვის, კორუფციის წინააღმდეგ, რომ პირველ ადგილას მოქალაქეები არიან. მათ იცოდნენ, რომ ეს ხელშეკრულება ამას მოიტანდა და ამიტომაც იყო ასეთი მათი რეაქცია, როცა მათმა ლიდერებმა გადაწყვეტილება შეცვალეს", – აღნიშნა ფულემ.
ამ კონტექსტში მან ხაზგასმით განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო წლებში ბევრი გააკეთა კორუფციის დასამარცხებლად და კანონის უზენაესობის კუთხით. შტეფან ფულეს თქმით, ასოცირების ხელშეკრულებას შეუძლია გააძლიეროს და შეუქცევადი გახადოს რეფორმები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1216
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია