დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საპარლამენტო უმრავლესობამ უკრაინის საკითხთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტზე იმსჯელა
ავტორი:
2014/მარტი/04 22:30:02
საპარლამენტო უმრავლესობამ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე ფრაქციის დახურულ სხდომაზე იმსჯელა.
როგორც უმრავლსობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რეზოლუციასთან დაკავშირებით საბოლოო ტექსტი შემუშავებული არ არის, თუმცა ხელისუფლებას და საპარლამენტო უმრავლესობასაც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გააჩნია, რომელიც არაერთხელ დაფიქსირდა.
"ჩვენ უნდა დაველოდოთ თვითონ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რადგან ისინიც მკვეთრი განცხადებებისგან თავს იკავებენ. ამ შემთხვევაში დიდი სიფრთხილე გვმართებს, თუმცა რუსეთის აგრესია აუცილებლად უნდა იყოს აღკვეთილი. ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პრობლემა დროულად მოგვარდეს", – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
პარლამენტმა უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია ხვალინდელ სესიაზე უნდა მიიღოს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1157
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია