დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შტეფან ფულე - შიშები, რომ ასოცირების ხელშეკრულება ქართული ეკონომიკის სექტორებს გაანადგურებს, არასწორია
ავტორი:
2014/მარტი/04 21:00:03
ევროკომისარ შტეფან ფულეს განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულების გარშემო ბევრი არასწორი მითი არსებობს. მითების გაბათილებას ფულე დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას შეეცადა.
~მითია ის, რომ საქართველოში იქნება იმპორტის შემოდინება ევროკავშირიდან. ეს სწორი არ არის, რადგან ხელშეკრულება ორმხრივია, რაც ნიშნავს, რომ არის შესაძლებლობები ქართული ბიზნესისთვის ევროკავშირის ბაზარზე და ასევე ევროკავშირის კომპანიებისთვის - ქართულ ბაზარზე. გარდამავალი პერიოდი საქართველოს ეკონომიკას უეცარი ცვლილებისგან დაიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველო ინარჩუნებს დროებითი უსაფრთხოების მექანიზმების შესაძლებლობას. შიშები არსებობს, რომ ასოცირების ხელშეკრულება გაანადგურებს ქართული ეკონომიკის მთელ სექტორებს, რაც ასე არ არის. ხელშეკრულება ქართულ ეკონომიკას საშუალებას აძლევს ევროკავშირს დაეწიოს კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით და სარგებელი ნახოს მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე გასვლით", – განაცხადა ფულემ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
მისივე თქმით, ~სენსიტიურ სექტორებს ექნებათ გარდამავალი პერიოდი და ადაპტაციისთვის დრო მიეცემათ~. ~მაგალითად, სახელმწიფო შესყიდვების კანონის მოდერნიზებას რვა წელი დასჭირდება. ქართული ეკონომიკის უმტკივნეულო ტრანსფორმაცია ჩვენს ინტერესშია. უახლეს ისტორიას უნდა შევხედოთ, რომ ვნახოთ, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკამ სარგებელი ნახოს ევროკავშირში გაწევრიანებით. მაგალითად, ავიღოთ უკრაინა და პოლონეთი. 1990 წელს პოლონეთისა და უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის იდენტური იყო. ხუთი წლის შემდეგ, ევროკავშირ-პოლონეთის ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ, პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტი უკრაინასთან შედარებით ოთხჯერ გაიზარდა. მთლიანი უცხოური ინვესტირება უკრაინაში 42%-ით შემცირდა, პოლონეთის 66%-ით გაიზარდა", – განაცხადა ფულემ.
მისივე თქმით, ~არასწორია, მითი იმის შესახებ, თითქოს ევროპულ ბაზარზე ქართული ბიზნესისთვის შესაძლებლობები არ არსებობს~. ~ევროკავშირს 500-მილიონი მომხმარებელი ჰყავს – 1000-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე საქართველოს მოსახლეობა. ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტი 2011 წელს 11.3 ტრილიონი იყო. არ არის გასაკვირი, რომ დამოუკიდებელი კვლევების მიხედვით, თავისუფალმა და ყოვლისმომცველმა სავაჭრო ხელშეკრულებამ შეიძლება მოიტანოს ექსპორტის გაორმაგება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისგან ევროკავშირში", – განმარტა შტეფან ფულემ.
ევროკომისარმა დღეს ის მოსაზრებაც უარყო, რომლის მიხედვით, ასოცირების ხელშეკრულებით მხოლოდ დიდი სოფლის მეურნეობები და ინდუსტრიული მწარმოებლები ისარგებლებენ. ~ქართული კანონები, ევროკავშირთან შესაბამისობაში მოსვლის შემდეგ, პატარა და საშუალო მწარმოებლებს ევროპის დიდ ბაზარზე კონკურენციაში დაეხმარება", – აღნიშნა მან.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1125
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია