საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელი მარილუიზე ბეკი დღეს საქართველოს ეწვევა
ავტორი:
2014/მარტი/04 17:30:02
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, მარილუიზე ბეკი დღეს ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვევა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გერმანიის საელჩოდან აცნობეს, ვიზიტის მიზანია ინფორმაციის მიღება საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთან მიმართებაში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან, სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილთან და სახელმწიფო მინისტრთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილთან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოებისა და პრესის წარმომადგენლებთან.
მარილუიზე ბეკი სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილთან ერთად ასევე მონაწილეობას მიიღებს ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში თემაზე: "საქართველო და ევროპული მომავალი: საით მივყავართ აღმოსავლეთის პარტნიორობას".


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 861
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია