დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ უკლება ყირიმში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს
ავტორი:
2014/მარტი/03 14:30:02
უკრაინაში საქართველოს ელჩი მიხეილ უკლება ყირიმში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ქართველ ჟურნალისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს . მიხეილ უკლება საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს ყირიმში ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
როგორც უკლებამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დასვენების დღის მიუხედავად, საელჩო დღესაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
"ქართველები არსებულ სიტუაციაში უკრაინელი მოქალაქეების გვერდით არიან და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ აქციებში, რა თქმა უნდა, იღებენ მონაწილეობას. მათ ამ ეტაპზე არანაირი სახის პრობლემა არ აქვთ. სხვადასხვა ქალაქიდან გვირეკავენ და გვეკითხებიან, როგორ მოიქცნენ - სიფრთხილისკენ მოვუწოდებთ მათ, რადგან ყველაფერი შესაძლებელია. მოვუწოდებთ ჟურნალისტებსაც, რომლებიც ყირიმში მუშაობენ, ფრთხილად იყვნენ, გაუფრთხილდნენ თავის თავს და მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, რადგან შეიძლება პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი. ამ ეტაპზე ყველაზე საშიში ყირიმია, სადაც ინტერვენცია განხორციელდა, კიევში და სხვა ქალაქებში შედარებით სიწყნარეა – ტრანსპორტი მუშაობს და ხალხი გადაადგილდება, არანაირ პანიკას ადგილი არ აქვს, პირიქით, ძალიან მედგრად არიან უკრაინელები", - განაცხადა მიხეილ უკლებამ.
მისივე შეფასებით, უკრაინის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან "მოხდა სერიოზული კონსოლიდაცია".
"როგორც იცით, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ჩვენმა მინისტრმა წუხილი გამოთქვა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო და დაგმო რუსეთის აგრესიის ფაქტი _ თავისთავად, გვერდით ვუდგავართ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს საუბარი გაიმართა. გარდა ამისა, ბოლო 2 დღის განმავლობაში 8 საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩამოსული, მიმდინარეობს სატელეფონო საუბრები – ჩართულია საერთაშორისო თანამეგობრობა, მხარდაჭერა ძალიან დიდია, მოხდა სოლიდარობის სერიოზული კონსოლიდაცია. თავად ქვეყანაში, როგორც იცით, საბრძოლო მზადყოფნაა გამოცხადებული და მიდის მობილიზაცია, მაგრამ სიტუაცია დღეს შედარებით უკეთესია. იყო პრორუსული გამოსვლები – ინსპინირებული და ეს ჩანდა, მაგალითად, ხარკოვში რუსეთის დროშა ასწია რუსეთის მოქალაქემ. ასევე გაიმართა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერი აქციებიც ბევრ ქალაქში, მათ შორის ამ ტიპის დემონსტრაცია კიევში, მეიდანზე გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა ოდესაში, ნიკოლაევში, დნეპროპეტროვსკში და ა.შ", - აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში უკრაინაში საქართველოს ელჩმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1011
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია