დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ხვალ პირველ სხდომას გამართავს
ავტორი:
2014/მარტი/02 22:00:03
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა ხვალ სასტუმროში "ქორთიარდ მარიოტი" გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრა 12:00 საათზე დაიწყება და ძირითადად საორგანიზაციო საკითხებს მიეძღვნება.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად შეიქმნა. კომისიის მიზანია, კონსტიტუციონალიზმის საერთაშორისო და ქართული გამოცდილების გათვალისწინებით კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადება.
კომისიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში შედიან საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები, სამართლის, საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფო მართვის ექსპერტები.
კომისიის შემადგელობაში თანამდებობრივად შედიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1170
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია