დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი გადაიდო
ავტორი:
2014/მარტი/02 16:00:04
საქართველოში საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი გადაიდო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რა დროით გადაიწია ლორენ ფაბიუსისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ერთობლოვმა ვიზიტმა, რომელიც 3-4 მარტს იყო ჩანიშნული.
ვიზიტის გადადების მიზეზი უკრაინაში განვითარებული მოვლენები და აღნიშნულ საკითხზე დაგეგმილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გახდა, რომელიც ბრიუსელში ხვალ გაიმართება.
არსანიშნავია, რომ ამავე მიზეზით 24 საათით გადაიწია საქართველოში გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, შტეფან ფულეს ვიზიტმა, რომელიც ასევე 3 მარტს იყო დაგეგმილი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1087
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია