დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პაველ ფელგენგაუერი - დასავლეთსა და რუსეთს შორის გლობალური დაპირისპირება დაიწყო
ავტორი:
2014/მარტი/01 22:30:02
რუსი სამხედრო ექსპერტის, პაველ ფელგენგაუერის შეფასებით, უკრაინში რუსეთის მოქმედების გამო დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა სერუოზულად, დიდი ხნით გაუარესდება, რის გამოც რუსეთი უფრო დაზარალდება, ვიდრე დასავლეთი.
როგორც ფელგენგაუერმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რუსეთმა ყირიმში სამხედროების შეყვანით იურიდიული საფუძვლების გაფორმება მას შემდეგ დაიწყო, რაც ყირიმზე კონტროლი დამყარებული ჰქონდა.
"უკრაინაში რუსეთის მოქმედებებისა და ყირიმში რუსული სამხედროების შეყვანით დასავლეთსა და რუსეთს შორის გლობალური ხასიათის დაპირისპირება დაიწყო. მოსკოვს გაურთულდება ურთიოერთობები, როგორც დასავლეთთან, ისე - კიევთან", – აღნიშნავს რუსი ექსპერტი.
მისივე აზრით, უკრაინის ხელისუფლება გაცილებით ჭკვიანურად მოიქცა, ვიდრე - 2008 წლის აგვისტოში ქართული ხელისუფლება. რუსული პროპაგანდა კი გაიძახის, რომ ყირიმში ე.წ. ბენდერელები რუსებს ავიწროებენ, მაგრამ რეალურად იქ კიევიდან არავინ ჩასულა და თუ ვინმე სიტუაციის არევითაა დაკავებული, ეს ყირიმში რუსეთის ემისრები არიან. ყირიმში განლაგებული უკრაინული ქვდანაყოფები სამხედრო ბაზებიდანაც კი არ გამოსულან.
რუსი ექსპერტის აზრით, დასავლეთმა უკრაინაში რუსეთის მოქმედება სუვერენული სახელმწიფოს მიმართ აგრესიად შეაფასა. რაც იმას ნიშნავს, რომ "დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა სერუოზულად და დიდი ხნით გაუარესდება, რის გამოც რუსეთი უფრო დაზარალდება ვიდრე დასავლეთი"
მისივე აზრით, ვითარება უკრაინაში სწრაფად სულაც არ დასრულდება, ვინაიდან ჯერ არავინ იცის, დაიწყება თუ არა პარტიზანული მოძრაობა, როგორც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, ისე ყირიმში ყირიმელი თათრების მიერ. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მოსკოვმა თავისი უგუნური ქმედებებით ხელი შეუწყობს უკრაინული ნაციის კონსოლიდაციას, რაც კიევური რევოლუციის ერთ-ერთი მიზანიც იყო.
"დარწმუნებული ვარ, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს დააწესებს, რაც რუსეთის უკონომიკურ მდგომარეიობაზე სერიოზულად აისახება. იგივე დასავლეთი უკრაინის ხელისუფებას ფინანსურად სერიოზულად დაეხმარება, რაც მას საშუალებას მისცემს, გაუმკლავდეს როგორც ეკონომიკურ პრობლემებს, ისე რუსულ აგრესიას. ფაქტია, რომ დასავლეთთან ამ დონის დაპირისპირები რუსეთი ვერაფერს მოიგებს",- დასძენს რუსი ექსპრეტი პავლე ფელგენგაუერი.
თუმცა, მისივე აზრით, უკრაინასა და ყირიმში გადადგმული ნაბიჯების გამო პუტინი და მისი გუნდი შიდაპოლიტიკური მოხმარებისათვის რეიტინგს კი აიმაღლებენ, მაგრამ ეს არც ქვეყანას და არც რუსულ ეკონომიკას არაფერში წაადგება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1086
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია