დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ბაქრაძე - ვერ ვხედავ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს
ავტორი:
2014/მარტი/01 15:00:04
"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ყრილობა უკრაინისადმი სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო. როგორც სიტყვით გამოსვლისას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, მას არ შეუძლია არ ისაუბროს იმაზე, რაც ხდება უკრაინაში.
"გული მტკივა, როდესაც ვუყურებ, რა ხდება ბოლო დღეეებში ყირიმში, იმიტომ, რომ ძალიან მახსენებს იმას, რაც ხდებოდა ჩემს ქვეყანაში წლების წინ. არ შემიძლია აქედან ჩემი მხარდაჭერა არ გამოვხატო ჩვენი უკრაინელი ძმების მიმართ, რომლებიც 90-იან წლებში იარაღით იბრძოდნენ ქართველების მხარდამხარ აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. არ შემიძლია ჩემი მხარდაჭერა არ გამოვხატო იმ ქვეყნის მიმართ, რომლის პრეზიდენტი ჩამოვიდა და რუსთაველზე იდგა, როდესაც ყველა ველოდებოდით, რომ რუსთაველი დაიბომბებოდა. სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავ საქართველოს მთავრობის სახელით სოლიდარობას. ვერ ვხედავ საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს, რომელიც ჩადის და ისევე იცავს კიევის ქუჩებში უკრაინის თავისუფლებას, როგორც უკრაინის პრეზიდენტი იცავდა საქართველოს თავისუფლებას რუსთაველის გამზირზე. მე ვერ ვხედავ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც მკაფიოდ აცხადებს დღეს, რომ ის მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ყველაფერს გააკეთებს, რომ არ დაუშვას ყირიმში ისეთივე უბედურების გაღვივება, რომელიც გაღვივდა აფხაზეთში და ცხინვალში",- განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, რადგან მთავრობა დუმს, ისინი იტყვიან, მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიულ მტალინობას.
"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის უბედური ბაცილა, რომელიც რუსეთმა შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში და ორი ძირძველი მიწა დროებით მოგვწყვიტა, არ გავრცელდეს უკრაინაშიც", - დასძინა ბაქრაძემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1082
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია