დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეა წულუკიანი - ელექტრონულ პირადობაში არავინ და არაფერი არ ზის
ავტორი:
2014/მარტი/01 00:00:05
ელექტრონულ პირადობაში არავინ და არაფერი არ ზის, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში," აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გამართული უკმაყოფილების საპასუხოდ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ID ბარათი საკმაოდ "განუვითარებელი" დოკუმენტია, რომელზეც ძალიან ცოტა ინფორმაცია ეტევა. "მიკვირს, საიდან ისმის ის სიცრუე, თითქოს კოალიცია ამომრჩევლებს ელექტრონული პირადობის მოწმობის გაუქმებას დაჰპირდა.
"ქართული ოცნების" არც ერთ დოკუმენტში და ჩემი, როგორც ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატის არც ერთ საარჩევნო ბროშურაში ეს არ ეწერა. ესაა სიცრუ _ ელექტრონულ პირადობაში არავინ და არაფერი არ ზის. იმ ე.წ. ჩიპს, რომელიც ამ დოკუმენტშია ინტეგრირებული მე საკმაოდ სულელი ბარათი ვუწოდე. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის კიბერტექნოლოგიის დოკუმენტი, ეს საკმაოდ განუვითარებელი ბარათია. ესაა მატარებელი, რომელიც არის საკმაოდ შეზღუდული მეხსიერების - მასზე ეტევა ძალიან ცოტა ინფორმაცია – გვარი, სახელი, მოქალაქეობა, ის, რომ იუსტიციის სამინისტრო გასცემს მას, დაბადების თარიღი, სქესი, დროშა, რუკა ტერიტორიული მთლიანობის დაცვით, ჯვარი, ფოტო და ხელმოწერა", - განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, იუსტიციის მინისტრის თქმით, უფრო მეტი ინფორმაციის შემცველია სამოქალაქო რეესტრში დაცული ბაზა. "თუ ჩვენ წავალთ იმ გზით, რომ ან გავაუქმოთ ეს ბარათი ან ლამინირებული ბართის ვადა გავაგრძელოთ, რომელიც ბევრს დახეული აქვს და არ ცვლის, რადგან ახლის აღება არ უნდა, ასეთ შემთხვევაში, უფრო შორსაც წავიდეთ. მაგალითად, გავაუქმოთ სამოქალაქო რეესტრში დაცული ყველა ის ბაზა, რომელიც გაცილებით მეტი ინფორმაციის შემცველია თითოეულ ჩვენგანზე. მაშინ ვთქვათ, რომ არ გვინდა სახელმწიფო, არ გვინდა სისტემა და ჩვენ გვინდა რაღაც ტიპის საზოგადოება, სადაც არის, პრაქტიკულად, ანარქია", - აღნიშნა წულუკიანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1173
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია