დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
შოთა უტიაშვილი ემზად კვიციანს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე "საშიშ დამნაშავეს" უწოდებს
ავტორი:
2014/თებერვალი/28 18:00:02
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი ემზად კვიციანს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე "საშიშ დამნაშავეს" უწოდებს.
როგორც უტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის კოდორის ხეობაში სამხედრო ამბოხის მოწყობის ბრალდების გარდა, სხვა არაერთ დანაშაულშია მხილებული.
"კვიციანი ეჭვმიტანილია კოდორის ხეობაში სამხედრო ამბოხების მოწყობაში 2006 წელს. მან დაუმორჩილებლობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას და ცეცხლი გაუხსნა ქართულ პოლიციას, რომელიც შედიოდა კოდორის ხეობაში. ამ ამბოხების ჩაშლის შემდეგ ის მიიმალა ჯერ აფხაზეთში, შემდეგ რუსეთში, საიდანაც იყო დაგეგმილი ამბოხება - რუსეთთან მის კავშირებს ის არც არასდროს მალავდა. გარდა ამისა, მას სხვა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი, მათ შორის, გამოსასყიდის მიღების მიზნით გაეროს დამკვირვებლების გატაცება კოდორიდან, და ა.შ. საუბარია ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დამნაშავეზე საქართველოს უახლეს ისტორიაში", - აღნიშნა უტიაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1132
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია