დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი წარმოებაში ნაწილობრივ მიიღო
ავტორი:
2014/თებერვალი/27 17:30:03
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გიგი უგულავას სარჩელი წარმოებაში ნაწილობრივ მიიღო. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ აკმაყოფილებდა არსებითად განსახილველად მიღებისთვის კანონმდებლობით დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს. სასამართლოს განმარტებით, შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "2014 წლის 27 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს მოქალაქის გიორგი უგულავას კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის N574) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელე ითხოვდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, შესაძლებელია ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენება, ხოლო 160-ე მუხლის მე-2 წინადადება ითვალისწინებს თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ბრალდებულის დასწრების გარეშე.
მხარეთა მოსმენისა და საქმის მასალების განხილვის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ აკმაყოფილებდა არსებითად განსახილველად მიღებისთვის კანონმდებლობით დადგენილ აუცილებელ მოთხოვნებს და, შესაბამისად, დასაშვებად ცნო იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით და ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
მოსარჩელე გიორგი უგულავამ ასევე დააყენა შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელის აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი", - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 952
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია