დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნიკა ჩიტაძე - თუ "ნაციონალური მოძრაობა" ტყუილში გვაცხოვრებდა, ხუთი წელი კახა კალაძეც სიცრუის მხარდამჭერი იყო
ავტორი:
2014/თებერვალი/27 13:30:02
პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის განცხადებით, თუ "ნაციონალური მოძრაობა" ცხრა წელი ტყუილში გვაცხოვრებდა, აქედან ხუთი წელი კახა კალაძეც სიცრუის მხარდამჭერი იყო.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ნიკა ჩიტაძემ ვიცე პრემიერ კახა კალაძის დღევანდელი მიმართვის კომენტირებისას განუცხადა, რომელშიც მან "ნაციონალური მოძრაობა" და პირადად მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტრაგედიაზე პიარის აგორებაში, ასევე უკრაინასა და რუსეთთან ურთიერთობებისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა.
"სააკაშვილის იანუკოვიჩთან შედარება, ვფიქრობ არასწორია. ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინაში ებრძოდა ევროპულ ძალებს, მან უარი თქვა ნატო-ში ინტეგრაციასა და მოგვიანებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე. მიხეილ სააკაშვილი, პირიქით, პრორუსულ ძალებს ებრძოდა. ამიტომ, კახა კალაძის მხრიდან ეს შედარება მართებული არ არის. გარდა ამისა, კალაძემ ერთხელ თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ცხრა წელი სიცრუეში გვაცხოვრებდა. ამ დროს, 2008 წელს ის ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების მხარდამჭერი იყო. მაშინ რატომ იცხოვრა თვითონ ხუთი წელი სიცრუეში?!", - განაცხადა ჩიტაძემ.
ამასთან ექსპერტი არ მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის უკრაინაში ჩასვლა საქართველოს ინტერესებს რამენაირად აზიანებს. ნიკა ჩიტაძის თქმით, სააკაშვილის აქტიურობა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ბუნებრივია, გამომდინარე მისი კავშირებიდან ამ ქვეყანასთან და იმის გათვალისწინებით, რომ ის პოლიტიკური სივრციდან გაქრობას არ აპირებს.
რაც შეეხება ვიცე პრემიერის მიერ დღეს ასეთი განცხადების გაკეთების მოტივს, ნიკა ჩიტაძე ამას პოლიტიკური ბრძოლის ნაწილად აფასებს.
ვიცე პრემიერის, "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ტრაგედიაზე საკუთარი "პიარის აგორებას" ცდილობს.
როგორც კალაძე საზოგადოებისადმი მიმართვაში აცხადებს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებები საფრთხეს უქმნის საქართველოში მიმდინარე პროცესების სტაბილურობას, სიტუაციის მონიტორინგს საოკუპაციო ზონაში, ასევე უკრაინასა და რუსეთთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1210
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია