დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჯონ კერი საქართველოს გაზაფხულზე ეწვევა
ავტორი:
2014/თებერვალი/26 20:30:02
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს გაზაფხულზე ეწვევა. ამასთან, როგორც ჯონ კერიმ განმარტა, დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა სწორად წაიყვანს ქვეყანას.
"თქვენი მთავრობა არის მომავალზე ორიენტირებული, რომელიც დარწმუნებული ვარ, სწორად წაიყვანს ქვეყანას", – აღნიშნა კერიმ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის დროს, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციასა და სახელმწიფო მდივანს შორის საქართველო-ამერიკის სტარატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენარულ სხდომამდე გაიმართა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებით დაინტერესდა და ე.წ. ბორდერიზაციის საკითხზე შეშფოთება გამოთქვა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო ძალიან აფასებს აშშ-ის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ე.წ ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით ამერიკის მკაფიო პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მხარდაჭერა ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება.
ამასთან, მან ჯონ კერისთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი არ გადაიხედება, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება კი საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშველოვანესი პრიორიტეტია.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1189
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია