დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას და რუსეთს მიმართავს
ავტორი:
2014/თებერვალი/26 16:00:03
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, მავთულხლართების გაბმის წინააღმდეგ "ჩვენთან ერთად ხმა ამოიღონ". როგორც მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ქმედება კონფლიქტის გართულებისკენაა მიმართული.
"მინდა, მივმართო საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჩვენთან ერთად ხმა აიმაღლოს ამ სრულიად უკანონო ქმედების წინააღმდეგ. ეს არის ქმედება, რომელიც მიმართულია კონფლიქტის გართულებისკენ. მავლთულხლართების გაბმა ხდება მხოლოდ იმისთვის, რომ მოხდეს კონფლიქტის შენარჩუნება", - განაცხადა მარგველაშვილმა.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი რუსეთსაც მიმართავს და შეახსენებს, რომ აღნიშნული ქმედება საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
"ასევე მინდა, მივმართო რუსეთს - ეს არის კიდევ ერთი დანაშაული, საერთაშორისო სამართლის ნორმების კიდევ ერთი დარღვევა. მე ვფიქრობ, ყველამ უნდა მოიცალოს ამ საქმისთვის, რადგან მავთულხართების გაბმა ხდება იმისთვის, რომ არ მოხდეს კონფლიქტის დეესკალაცია", - დასძინა პრეზიდენტმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1080
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია