დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა და მას შეუძლია დაბრუნება
ავტორი:
2014/თებერვალი/26 11:30:03
ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს "ამერიკის ხმის" კორესპონდენტმა არსენ ხარაძემ შეკითხვა დაუსვა. "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი დაინტერესდა: შეუძლია თუ არა საქართველოს ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნება.
"თქვენი წინამორბედი, ბატონი მიხეილ სააკაშვილი ამჟამად აშშ-შია, რომელმაც დატოვა ქვეყანა და ამერიკაში აკადემიაში ასწავლის. შეუძლია მას საქართველოში დაბრუნება?", - ჰკითხა არსენ ხარაძემ საქართველოს პრემიერს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა და მას შეუძლია ქვეყანაში დაბრუნება.
"ის საქართველოს მოქალაქეა, ამიტომ რატომაც არა, მას შეუძლია დაბრუნება. მან ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. ვერ შეგპირდებით, რომ ხალხს ენატრება ის, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეუძლია დაბრუნება. მას ჯერაც საქართველოს მოქმედი პასპორტი აქვს. ასე რომ, შეუძლია ყოველგვარი პრობლემების გარეშე მოგზაურობა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1106
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია