დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დანიელ იოჰანესი - მადლობას ვუხდით პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გაწეული სამუშაოსთვის
ავტორი:
2014/თებერვალი/25 20:30:03
საქართველო თანმიმდევრულად და მტკიცედ გამოხატავს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისადმი ერთგულებას, - ამის შესახებ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ იოჰანესმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა. იოჰანესი იმედოვნებს, რომ საქართველო განაგრძობს წინსვლას, როგორც მზარდი და საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული დემოკრატია.
"საქართველო ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც თანმიმდევრულად და მტკიცედ გამოხატავს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისადმი ერთგულებას. მივესალმებით და მადლობას ვუხდით პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გაწეული სამუშაოსთვის, რაც განათლების ხარისხის განვითარების გზით მიიღწევა. იმედი გვაქვს, რომ საქართველო განაგრძობს წინსვლას, როგორც მზარდი და საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული დემოკრატია", - აღნიშნა დანიელ იოჰანესმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმი ირაკლი ღარიბაშვილი დანიელ იოჰანესს კორპორაციის ვაშინგტონის სათავო ოფისში შეხვდა.
2013 წლის ივლისში, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ ხელი მოაწერა 140 მილიონი აშშ დოლარის ხუთწლიან კომპაქტს საქართველოსთან, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების მსყიდველუნარიანობის გაძლიერებას განათლების ხარისხის, კონკრეტულად კი, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური მეცნიერებებისა და საინჟინრო სპეციალობების განვითარების მეშვეობით. კომპაქტი ეხმიანება საქართველოს მთავრობის მიერ განათლების სექტორში განხორციელებულ უახლოეს რეფორმებს.
მეორე კომპაქტი გააძლიერებს საქართველოს შესაძლებლობებს, რათა უპასუხოს ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნებს და ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილების შექმნას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პარტნიორის უკეთ წარმოჩენას. 2013 წელს ამერიკულმა ფირმებმა საქართველოში 600 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელეს, ხოლო 2010 წელს - 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტის.
საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის თანამშრომლობა 2005 წელს პირველი კომპაქტის ფარგლებში დაიწყო, რომლის ამოცანას წარმოადგენდა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარების მიზნით 395 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებით ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსება. ეს საწყისი ინვესტიციები დაეხმარა საქართველოს, გაეუმჯობესებინა ეკონომიკური მდგომარეობა საბჭოთა კავშირის დაშლისა და 1990 წლის სამოქალაქო ომის მიერ მიყენებული ზარალის შემდგომ.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია არის აშშ-ის ინოვაციური, დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც მსოფლიოში სიღარიბის დაძლევის მიზნითდა ეკონომიკური ზრდისთვის პროექტებს ახორციელებს. კორპორაცია შეიქმნა 2004 წელს აშშ-ის კონგრესის მიერ და გასცემს გრანტებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც დეკლარირებენ დემოკრატიული მმართველობისადმი, კანონის უზენაესობისადმი და ადამიანის თანასწორი უფლებებისადმი ერთგულებას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1065
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია