დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პაატა ზაქარეიშვილი - ოლიმპიადის შემდეგ მავთულხლართების გავლების განახლება მოსალოდნელი იყო
ავტორი:
2014/თებერვალი/25 16:30:03
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ოლიმპიადის დასრულების შემდეგ მავთულხლართების გავლების განახლება მოსალოდნელი იყო. ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების მონტაჟის განახლებას გამოეხმაურა.
"ეს მოსალოდნელი იყო, სამწუხაროდ. ოლიმპიადის კონტექსტში რუსეთის ამას ბუნებრივია, არ გააკეთებდა",- განაცხადა ზაქარეიშვილმა. მისი თქმით, აშკარაა, რომ რუსეთს ძალიან ცოტა რესურსი აქვს დარჩენილი.
"ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს ის უკრაინაში, სხვა ქვეყნებშიც ვნახავთ ჩვენ მის მოქმედებებს, მაგრამ, მადლობა ღმერთს ჩვენი მთავრობის გონივრული ნაბიჯები მას არაფრის საშუალებას არ აძლევს",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისივე თქმით, მავთულხლართების გაბმა საქართველოს დელეგაციის აშშ-ში ვიზიტს დაემთხვა და იქ გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე რუსეთის ამ მქედებებზე ისაუბრეს. როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე აბაშიძე-კარასინის ფორმატშიც ისაუბრებენ.
"საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს, რამდენად აგრესიულია და ფაქტობრივად კონტროლი აქვს დაკარგული რუსეთს. ის ცდილობს შეინარჩუნოს თავისი გეოპოლიტიკური გავლენები. ამიტომ, აშკარად, ევროპა კიდევ უფრო მონდომებულია და მოტივირებულია, რათა მკაფიოდ და ცალსახად განაცხადოს რო მხარს დაუჭერს საქართველოს. აშკარაა, რომ ჩვენმა სწორმა პოლიტიკამ ბორდერიზაციის მეტი არაფერი დაუტოვა რუსეთს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმტკიცე, ჩვენ გვჭირდება მივიდეთ ასოცირების ხელმოწერამდე",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, მთავრობა მაქსიმუმს გააკეთებს, რომ კონფლიქტის ზონებთან მოსახლეობა დარჩეს და ადგილზე შეუქმნას მათ არა მარტო არსებობის, არამედ განვითარების საშუალება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1333
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია