დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჯაბა სამუშიამ აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში უმასპინძლა
ავტორი:
2014/თებერვალი/25 16:00:03
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში უმასპინძლა.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშია ბავშვებს მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში წარმოდგენილი ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921 წ.), საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის 70-წლიანი ისტორიის (1921-1991 წწ.) და საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების შესახებ ესაუბრა.
"ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს დაპყრობა იყო XX საუკუნის ყველაზე დიდი ტრაგედია. მნიშვნელოვანია, რომ მოზარდებმა იცოდნენ თავიანთი ქვეყნის ისტორია, განსაკუთრებით ის სისხლიანი უახლესი ფურცლები, თუ როგორ იბრძოდნენ ჩვენი გმირები საქართველოს დამოუკიდებლობისათვის", –განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად, ღონისძიებას აფხაზეთის ავტნომიური რესპუბლიკის მთავრობის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახიაც ესწრებოდა. მან დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მოსწავლეებთან შეხვედრა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.
"ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ თავიანთი ქვეყნის ისტორია და იცნობდნენ თავიანთ გმირებს, რომელთა თავგანწირვაც სამაგალითო უნდა იყოს თითოეული მოქალაქისათვის", – განაცხადა ქვაჩახიამ.
თავის მხრივ, ეროვნული მუზეუმის თანამშრომლებმა აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს საინფორმაციო ბუკლეტები გადასცეს.
შეგახსენებთ, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1035
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია