დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნიკა ჩიტიძე - ბარაკ ობამას ჟესტიდან ნათლად ჩანს აშშ-ის დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ
ავტორი:
2014/თებერვალი/25 12:30:02
პოლიტოლოგ ნიკა ჩიტიძის შეფასებით, ბარაკ ობამას ჟესტიდან ნათლად ჩანს, აშშ-ის დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ. ამის შესახებ ჩიტიძემ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრისას განუცხადა.
"რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ოფიციალური შეხვედრას აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეუერთდა. აქედან ნათლად ჩანს აშშ-ის დაინტერესება საქართველოს მიმართ, რომელიც, რა თქმა უნდა, დიდი ხანია, არსებობს. მაგრამ ის, რომ განხილულ იქნა საკითხები, რომლებიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს, საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების დაჩქარებას, ასევე რუსეთის მხრიდან მავთულხლართების გავლებას ეხება, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ეს ნათლად მიანიშნებს ამერიკის ინტერესეზე და იმაზე, რომ აშშ, ევროკავშირთან ერთად, საქართველოსთვის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად რჩება", - განაცხადა ჩიტიძემ.
ჩიტიძე პოზიტიურად აფასებს იმ ფაქტსაც, რომ პრემიერის ვიზიტი აშშ-ში 1 მარტამდე გაგრძელდება და გაიმართება არაერთი შეხვედრა თეთრის სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტის, სენატის წარმომადგენლების, ექსპერტებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1200
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია