დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ალასანიამ, ვახტანგ კაპანაძემ და თამარ სანიკიძემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
ავტორი:
2014/თებერვალი/25 11:00:03
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ და განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
როგორც თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, იუნკერების საქციელი საუკეთესო მაგალითია ქართველი სამხედროებისთვის.
"იუნკერების მაგალითი ჩვენი სამხედროებისთვის, შეიარაღებული ძალებისთვის და განსაკუთრებით ჩვენი თავდაცვის სამინისტროს იუნკერებისთვის არის მაგალითი, როგორ უნდა იცხოვრო და როგორ უნდა მოემზადო ყველაზე მნიშვნელოვანი დღისათვის ცხოვრებაში, რომელიც შეიძლება ყველა სამხედროს დაუდგეს ნებისმიერ წამს- დაიცვა საკუთარი ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად. ბუნებრივია, ეს ხსოვნა, პატივის მიგება ჩვენი მოქალაქეებისთვის არის სამაგალითო და მომავალ თაობებს აღვზრდით მათი მაგალითით და მივცემთ მაგალითს ქვეყნის დიდი სიყვარულის", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კი აღნიშნა, რომ ის გმირები, რომლებიც საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლაში დაეცნენ, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაივიწყოს.
"დღეს მოვედით და პატივი უნდა მივაგოთ იმ ახალგაზრდებს და იუნკერებს, იმ ახალგაზრდა გმირებს, რომლებიც სამშობლოს და იმ სულისკვეთებას შეეწირნენ, რომელიც დღეს ჩვენ ყველას გვამოძრავებს. ამიტომ თითოეული ადამიანი, თითოეული გმირი, ვინც სამშობლოსათვის დაეცა, თავი გაწირა არ უნდა იყოს დავიწყებული", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1165
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია