დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - საქართველოს მცდელობა, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება მოახდინოს, ბარაკ ობამამ ძალიან დადებითად შეაფასა
ავტორი:
2014/თებერვალი/25 02:00:02
საქართველოს მცდელობა, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება მოახდინოს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ძალიან დადებითად შეაფასა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ "ტელეიმედთან" ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ქართული დელეგაციის აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა შეაფასა.
"საქართველოს ეს მცდელობა არის შეფასებული, როგორც დადებითი ნაბიჯი, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული. მან მოგვიწოდა ვიყოთ ასეთივე კონსტრუქციულები მომავალშიც, რადგანაც, ეს ჩვენს პარტნიორებსაც უიოლებს რუსეთთან ურთიერთობას, მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს",-აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ ვითარდება ეს ურთიერთობები. "მიუხედავად იმისა, რომ ეს კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგმულია და რუსეთის მხრიდანაც ზოგიერთი ტექნიკური ნაბიჯის განხორციელებაში არის ხელშეწყობა, პროგრესი, დღევანდელი ინფორმაციით, ისევ გაგრძელდა მავთულხლართების დამონტაჟება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რის თაობაზეც მიეწოდა აშშ-ის პრეზიდენტს ინფორმაცია",- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია