დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ე.წ მოდულის შენობასთან გოგა ონიანის მხარდამჭერებმა საბურავები დაწვეს
ავტორი:
2014/თებერვალი/24 20:00:02
ე.წ მოდულის შენობასთან ადვოკატ გოგა ონიანის მხარდამჭერებმა საბურავები დაწვეს. როგორც მათ განაცხადეს, საბურავების დაწვით მათ შეახსენეს ხელისუფლებას, რომ თუკი ხელისუფლება გონს არ მოვა და გააგრძელებს პოლიტიკურ დევნას, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ვიქტორ იანუკოვიჩის ბედი არ ასცდება.
საბურავის დაწვამდე კი აქციის მონაწილეებმა ე.წ. მოდულის შენობის წინ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და გოგა ონიანის დაპატიმრება ასე გააპროტესტეს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, ეს არის პოლიტიკური დევნა და საქართველოს გოგა ონიანის დაკავებით კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს.
ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებით, გოგა ონიანი არის პოლიტიკური პატიმარი. მისი აზრით, დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს პოლიტიკურ ზეწოლას ოპონენტებზე, თუმცა, ოპოზიცია ამას ყველანაირად შეეწინააღმდეგება.
გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, კობა ხაბაზის განცხადებით, ხელისუფლება განაგრძობს პოლიტიკურ დევნას და გადასულია ადვოკატების დაპატიმრებაზე. აქვე ოპოზიციის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ზეწოლა სხვა ადვოკატებზეც განხორციელდეს და ამჟამადაც მიმდინარეობდეს.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები, რომლითაც ისინი ითხოვდნენ გოგა ონიანის გათავისუფლებას.
რაც შეეხება საბურავების დაწვას, შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია, რომელმაც მოდულის შენობის წინ ცეცხლი ჩააქრო. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ამ წუთებშიც ადგილზე რჩებიან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1191
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია